არგენტინამ გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის სამძებრო ოპერაციები შეწყვიტა

არგენტინის ხელისუფლებამ, გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის სამძებრო სამუშაოები შეწყვიტა.
არგენტინის საზღვაო ფლოტში განაცხადეს, რომ დაკარგული წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის ძებნა შეწყვეტილია.
„მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, დაკარგული წყალქვეშა ნავის ადგილმდებარეობის გარკვევა შეუძლებელია“ განაცხადა საზღვაო ძალების წარმომადგენელმა ენრიკე ბალბიმ, მისივე თქმით, ხელისუფლებამ ეკიპაჟის წევრების ცოცხლად აღმოჩენის შესაძლებლობის ვადას, 2-ჯერ გადააჭარბა.
შეგახსენებთ, რომ საზღვაო ძალების თანამშრომლებისა და წალქვეშა ნავის კაპიტანის უკანასკნელი კონტაქტი 15 ნოემბერს შედგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები