პაკისტანში, უნივერსიტეტის კამპუსზე თავდასხმას 9 ადამიანი შეეწირა

უცხოური მედიის ინფორმაციით, პაკისტანში, უნივერსიტეტის კამპუსზე თავდასხმისას, 9 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა.
ნიღბიანი თავდამსხმელები კამპუსის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და სტუდენტების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ისინი სტუდენტურ საცხოვრებელში შეღწევასაც ცდილობდნენ.
ადგილზე პოლიციის და ჯარის დანაყოფები გამოცხადნენ და სპეცოპერაციის დროს ყველა ტერორისტის ლიკვიდირება მოახდინეს.
ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელები ოთხნი იყვნენ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო ტერორისტული მოძრაობა „თალიბანის“ პაკისტანურმა ფრთამ-„ტეხრიქ-ი-თალიბან პაკისტანმა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები