26 წლის ჩიკაგოელი საკუთარი მამის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

ჩიკაგოელმა მამაკაცმა, 61 წლის მამა წამებით მოკლა, სელფი გადაიღო და “Facebook”-ზე ატვირთა. _ ამის შესახებ ინფორმაციას გამომძიებლები ავრცელებენ.
სამართალდამცველებმა კარლ ედმონდსონის გვამი მისი სახლის სარდაფში აღმოაჩინეს. მათი განცხადებით, გარდაცვლილს თავის ქალა დანაწევრებული ჰქონდა, სხეულის ნაწილები კი, სარდაფის კიბეებზე და იატაკზე იყო მიმოფანტული.
გამომძიებლების თქმით, მოხუცმა ედმონდსონმა, პოლიციაში 2-ჯერ განაცხადა, დაეცვათ ის საკუთარი შვილისგან. პირველად საჩივარი აგვისტოში შეიტანა, მეორედ კი, ოქტომბერში.
ჩიკაგოს სასამართლომ, ქარლტონ ედმონდსონს მამასთან მიახლოვება 20 ნოემბერს აუკრძალა.
გარდაცვლილის სხეულის აღმოჩენამდე, 5 დღით ადრე, ახალგაზრდა ედმონდსონი პოლიციას დაკავებული ჰყავდა.
სასამართლო სხდომაზე, 26 წლის ედმონდსონმა თავი დამნაშვედ არ სცნო. სასამართლო დარბაზიდან ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები