საფრანგეთში, რუსეთიდან იმპორტირებულ სოკოში, ცეზიუმი აღმოაჩინეს

რუსეთიდან იმპორტირებული სოკო, რომელიც ფრანგულ მაღაზიებში იყიდება, ცეზიუმის კვალს შეიცავს – ამის შესახებ საფრანგეთის სენატში ბირთვული უსაფრთხოების სამმართველოს ხელმძღვანელმა პიერ-ფრანკ შევემ განაცხადა.
„ბოლო ინფორმაციით, რომელიც მაქვს, ცეზიუმის კვალი რუსეთიდან შემოტანილ სოკოშია აღმოჩენილი.“
მისივე თქმით, ამ საკვებში არ ყოფილა აღმოჩენილი რუტენიუმის კვალი, რომლის მომატებული მაჩვენებლის შესახებ, ცოტა ხნის წინ, ბირთვული უსაფრთხოებისა და რადიაციული დაცვის ინსტიტუტში განაცხადეს.
როგორც ცნობილია, ევროპის ტერიტორიაზე 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე, ევროპის რამდენიმე ქვეყნის ჰაერის სინჯებში სწორედ რადიოაქტიური რუტენიუმ-106-ის კვალი აღმოაჩინეს. უწყების ვარაუდით, ამ ნივთიერების ჰაერში გაფრქვევის წყარო რუსეთში მდებარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები