ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ამერიკელმა ქალბატონმა, თვითმფრინავში რამდენიმე ადამიანი სცემა

ბრაზილიიდან ნიუ-იორკის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ქალბატონმა დებოში მოაწყო.
40 წლის ამერიკელმა ქალბატონმა ირის ფერეირამ, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მის გვერდით მჯდომ მგზავრს სახეში ხელი დაარტყა. ფერეირას დაწყნარებას ბორტგამცილებლები ცდილობდნენ და ქალბატონს დამშვიდებისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა ქალბატონი ბორტგამცილებლებს არ დაემორჩილა და სამ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ირის ფერეირა, რომელიც ამერიკისა და ბრაზილიის ორმაგი მოქალაქეა, თვითმფრინავის დაშვების შემდეგ სამართალდამცველებმა დააკავეს.
სასამართლომ, 40 წლის ფერეირას, გირაოს სახით 100 000 დოლარის გადახდა დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები