პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარია დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა დაამტკიცა.
საკანონმდებლო ორგანომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს, ნინო ლომჯარიასა და გიორგი ფოფხაძეს კენჭი დღევანდელ სხდომაზე უყარა.
კენჭისყრის შედეგად, ნინო ლომჯარიას კანდიდატურას 96-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 კი წინააღმდეგ წავიდა. ხოლო გიორგი ფოფხაძემ 20 ხმა მიიღო, წინააღმდეგ კი 27 წავიდა.
პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარია ხუთი წლის ვადით აირჩია. შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურად საპარლამენტო უმრავლესობამ ნინო ლომჯარია წარადგინა, ხოლო ”პატრიოტთა ალიანსმა” ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები