მიხეილ გიორგაძე ძეგლებზე პირბადეების გაკეთების აქციის თაობაზე: ძალიან კრეატიული იყო

ვფიქრობ, რომ პრობლემა იყო საკმაოდ კრეატიულად დანახული და ამ პრობლემისადმი ყურადღების მიქცევა საკმაოდ კრეატიულად განხორციელდა, – ასე შეაფასა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ძეგლებზე პირბადეების გაკეთების აქცია.
გიორგაძე არ იზიარებს შეფასებას, რომ აღნიშნული აქციით ძეგლებს შეურაცხყოფა მიადგათ.
„მე ვფიქრობ, რომ პრობლემა იყო საკმაოდ კრეატიულად დანახული და ამ პრობლემისადმი ყურადღების მიქცევა საკმაოდ კრეატიულად განხორციელდა. ერთადერთი რაზეც შევწუხდი, იყო ის, რომ იქ იყო ისეთი ძეგლები, სადაც აძრომა და პირბადის დამაგრება გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული. რომ ჩამოვარდნილიყო ადამიანი, დაზიანებას მიიღებდა. ამ ნაწილში ფრთხილად უნდა ვიყოთ. ძალიან კრეატიული იყო, მით უმეტეს, საერთოდ არ მესმის შეურაცხყოფა რა ნაწილში იგულისხმება, თავად ძეგლს ზიანი არ მისდგომია“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში მდებარე ძეგლების ნაწილს პირბადეები გაუკეთეს. ავტორები ამ ჟესტით თბილისში ჰაერის დაბინძურებას უსვამენ ხაზს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები