სააკაშვილი უშიშროების სამსახურს: მონღოლეთის დაზვერვისგან მიღებული ფული რესტორან „გივიში“ დავხარჯე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სასამართლოსგან მისი ბინის ჩხრეკის ნებართვა მიიღო.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.
როგორც თავად სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, ბინის ჩხრეკას, სპეცსამსახურები, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შესახებ საქმის გამოძიების ფარგლებში აპირებენ.
მიხეილ სააკაშვილი უშიშროების სამსახურს შემდეგი ტექსტით მიმართავს.
„პოროშენკოს კორუფციული სქემების შესახებ გაზეთები ჰეროინით კარადაშია, „როშენის“ მოწამლული შოკოლადი – მაცივარში, ასაფეთქებელი სეიფშია შენახული, მონღოლეთის დაზვერვისგან მიღებულ ფულს ნუ ეძებთ – ჟურნალისტებთან ერთად რესტორან „გივიში“ სასმელში დავხარჯე და არ დაგავიწყდეთ შუქის ჩაქრობა, როდესაც ბინიდან გასვლას დააპირებთ, თორემ მას შემდეგ, რაც პეტრ ალექსეევიჩი(პოროშენკო) ДТЭК-ს თანამფლობელი გახდა, ელექტროენერგიის ტარიფები კიდევ უფრო იკბინება“, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები