პაკისტანში უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავმა, თავდასხმა პაკისტანისა და ავღანეთის საზღვართან განახორციელა. შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა.
თავდასხმა, ტერორისტული დაჯგუფება „თალიბანის“ ლიდერ რაშიდის სახლთნ ახლოს, დღეს დილით 4:30 წუთზე განხორციელდა.
გარდაცვლილთა ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმა პაკისტანის ტერიტორიაზე, ბოლო წლების განმავლობაში იშვიათად ხდება. 2016 წლის მაისში, უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმას პაკისტანში, ავღანური „თალიბანის“ ლიდერის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები