პლეი-ოფის პირველი შეხვედრა ,,სიონის“ გამარჯვებით დასრულდა

თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, პლეი-ოფის პირველი შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ბოლნისის ,,სიონი“ და ბათუმის ,,დინამო“ დაუპირისპირდნენ. ბოლნისური გუნდი უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის.
შეხვედრა მეტად დაძაბული აღმოჩნდა. პირველი ტაიმი ,,სიონის“ გამარჯვებით 3:2 დასრულდა. მეორე ტაიმში ,,სიონის“ ფეხბურთელებმა რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს და პლეი-ოფის პირველი შეხვედრა საშინაო არენაზე 3:2 დაასრულეს.
გასვლითი შეხვედრა ,,სიონსა“ და ბათუმის ,,დინამოს“ შორის 3 დეკემბერს ბათუმში გაიმართება.
დღევანდელ თამაშს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები