ოთარ აბესაძე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში სხვადასხვა კვლევას ჩაიტარებს

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე, ორი კვირის განმავლობაში, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში სხვადასხვა კვლევას ჩაიტარებს. ამის შესახებ აბესაძის ადვოკატებმა მოსამართლეს შუამდგომლობით დღეს მიმართეს, რაც მოსამართლის მხრიდან დაკმაყოფილდა.
დღევანდელი პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. უფლებადამცველები აცხადებდნენ, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მას სხვადასხვა სახის გამოკვლევა სჭირდება, რომლებიც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში უნდა ჩატარდეს.
ადვოკატის განმარტებით, თუ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო აღმოჩნდება, უფლებადამცველები აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები