ლამისყანაში ბავშვებსა და მოზარდებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

კასპის მუნიციპალიტეტის ლამისყანის ადმინისტრაციული ერთეულის  ამბულატორიაში საქართველოს პარლამენტის წევრის, კასპის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი მეზურნიშვილის ინიციატივით, ბავშვებს და მოზარდებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ. სამედიცინო აქციაში მონაწილეობას, ასევე,  კასპის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობა მიიღებს. აქცია 2 დეკემბერს, 11:00 საათზე დაიწყება.

მოსახლეობას სამედიცინო კონსულტაციას გაუწევენ და გამოკვლევებს ჩაუტარებენ  ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის (BAC) წამყვანი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.

სამედიცინო აქციის მიმდინარეობას კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი და სამედიცინო კორპორაცია „ევექსის” ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორი, დავით რეხვიაშვილი დაესწრებიან.

ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულს ეწვევიან ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის (BAC) მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის წამყვანი სპეციალისტები:

  • ქირურგი – პოკა დოლიძე
  • ყბა-სახის ქირურგი – დავით ჯმუხაძე
  • ოტორინოლარინგოლოგი- გია ბერაძე
  • ოფთალმოლოგი – შორენა ხიზანიშვილი
  • ორთოპედ-ტრავმატოლოგი – ლეილა ჩანადირი; თამაზ გაბუნია
  • ექოსკოპისტი – ზაზა ზარნაძე
  • ნევროლოგი – თეა ფულარიანი
  • პედიატრი – გულიკო ბეჟანიშვილი; მარინა ცხაკაია
  • ტერფის დიაგნოსტიკა (პოდიატრი) – გოგი ღუღუნიშვილი

აქცია სოფელ ლამისყანაში, ადგილობრივ ამბულატორიაში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები