„ნაციონალური მოძრაობა“ ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს დაუჭერს

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა მისი პარტიისთვის მისაღებია.

„ჩვენი პოზიცია თავიდანვე ის იყო, რომ სახალხო დაცველის პოსტზე დასახელებულიყო არასამთავრობო ორგანიზაციების კანდიდატურა. ვრჩებით ჩვენი გაცხადებული პრინიციპის ერთგული და მხარს დავუჭერთ არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებულ კანდიდატურას. ჩვენ შევხვდით და მოვუსმინეთ ნინო ლომჯარიას. ვფიქრობთ, რომ მას აქვს დიდი გამოცდილება. შესაძლოა, არსებობდეს რაღაც საკითხები, რომელზეც ჩვენ შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ პრინციპი, რომ ამ პოზიციაზე დასახელებული უნდა იყოს არასამთავრობოების წარდგენილი კანდიდატი, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ წარდგენილი კანდიდატი არის ადეკვატური, ამიტომ სწორი გადაწყვეტილება იქნება მისი მხარდაჭერა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები