თეთრაძის საქმეზე განაჩენის გამამართლებელ ნაწილს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

  სერგო თეთრაძის საქმეზე განაჩენის გამამართლებელ ნაწილს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს – ამის შესახებ პროკურორმა რევაზ ნადოიმ პორტალ “კვირას“ განაჩენის გამოცხადების შემდეგ განუცხადა. პროკურორის თქმით, მისთვის გაუგებარია მოსამართლის გადაწყვეტილების ის ნაწილი, სადაც ერთი და იგივე დანაშაულისთვის ბრალდებულ პირთა ნაწილი გამართლდა, ნაწილი კი პასუხისგებაში მიეცა. პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებისა და გარდაცვალების საქმეზე გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლებს – ვიქტორ ყაჭეიშვილსა და ოლეგ ფაცაციას 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. ძებნაში მყოფ მეგის ქარდავას, რომელიც სერგო თეთრაძის წამების ეპიზოდში გამართლდა, საქმის კიდევ ერთ ეპიზოდზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩიკვატიასა და ლონდარიძის ეპიზოდებზე გამტყუნდა ქარდავა და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები