4 წლის ბავშვმა საბავშვო ბაღში პისტოლეტი მიიტანა

პეტერბურგში 4 წლის ბიჭმა საბავშვო ბაღში პისტოლეტი მიიტანა. პოლიცია მომხდარზე მოკვლევას უკვე აწარმოებს. სამართალდამცველებს საბავშვო ბაღის თანამშრომელმა მიმართა. პედაგოგის განმარტებით, მისმა 4 წლის აღსაზრდელმა, ბაღში საგანი მიიტანა, რომელიც ნამდვილ პისტოლეტს ჰგავდა, რის გამოც მან სამართალდამცველებს მიმართა. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა მართლაც პნევმატური პისტოლეტი ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღი კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. ბავშვის მშობლები კი, დაკითხვაზე დაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები