საია-ს თავმჯდომარე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის ნათქვამი, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია

საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ვანო მერაბიშვილის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ თემას ორივე მხარე სათავისოდ განმარტავს.
მისივე თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებაში არ არის ნათქვამი, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია, თუმცა, სასამართლომ დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა, რომელიც ძალიან სერიოზული და ყურადსაღები უნდა გახდეს სახელმწიფოსთვის.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის ნათქვამი, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია. სასამართლოს გადაწყვეტილებას ორივე მხარე სათავისოდ განმარტავს, სიმართლე კი შუაშია.
კონკრეტულად, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მერაბიშვილის დაკავების მიზანი გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიცვალა, ვინაიდან ეს გამოყენებულ იქნა სხვა საქმეებზე ინფორმაციის მისაღებად. ეს არ არის ის მიგნება სასამართლოს მხრიდან, რომლის პირობებში ხელისუფლებამ შეიძლება თავი დაიმშვიდოს, რომ არაფერი მომხდარა. ძალიან ცუდია ამ მუხლის დარღვევა. გამოძიების განახლებას რა შედეგი შეიძლება პრაქტიკაში მოყვეს, ვერ გეტყვით, რადგან თავის დროზე უნდა გამოეძიებინათ ეს ამბავი, მაგრამ პოლიტიკურად ამ გადაწყვეტილების დაკნინება ან ზედმეტად წარმოჩენა, რასაც ადგილი აქვს ორივე მხრიდან, ვფიქრობ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები