გენერალი, რომელმაც ჰააგის სასამართლოზე საწამლავი დალია, გარდაიცვალა

ბოსნიელმა გენერალმა სლობოდან პრალიაკიმ, ჰააგის სასამართლო დარბაზში, განაჩენის გამოტანის შემდეგ, საწამლავი დალია. 72 წლის გენერალი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ჰოლანდიის ხელისუფლება სასამართლო დარბაზში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს იმის შესახებ, თუ როგორ შეძლო სლობოდან პრალიაკიმ სასამართლო დარბაზში საწამლავის შეტანა.
სამართალდამცველებმა ჰააგის სასამართლო დარბაზი დანაშაულის ადგილად გამოაცხადეს.
ჰააგის სასამართლო ტრიბუნალმა, გენერალ პრალიაკის, თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით მიუსაჯა. მასთან ერთად რამდენიმე მაღალჩინოსანიც დააკავეს, რომლებსაც ბოსნია-ჰერცოგოვინას კონფლიქტში, ომის კანონების დარღვევასა და ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში ედებათ ბრალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები