უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო გენპროკურატურას და უსაფრთხოების სამსახურს სპეცოპერაციის ჩაშლაში ადანაშაულებს

უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო ქვეყნის გენპროკურატურას და უსაფრთხოების სამსახურს სპეცოპერაციის ჩაშლაში ადანაშაულებს.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების სამსახურმა უკანონოდ დააკავა ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივი, რომელიც ფარულ ოპერაციას ახორციელებდა. ამავე დროს, გენპროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური უკანონოდ ჩაერივნენ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობაში, რომელიც უკრაინის საიმიგრაციო სამსახურში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის გამოვლენისკენ იყო მიმართული. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით კი, დეტექტივს ქრთამის აღების პროვოცირებას ედავებიან.
ანტიკორუფციულ სამსახურში თვლიან, რომ მათი უწყების მიმართ დაგეგმილ დივერსიას აქვს ადგილი, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურორის მიერ არის სანქცირებული.
დივერსიის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებმა გამოიყენეს რა ინფორმაცია, რომელიც მათთვის სამსახურეობრივად გახდა ხელმისაწვდომი, მიაწოდეს ეს ინფორმაცია ერთ-ერთ ობიექტს, რომლის მიმართ ფარული გამოძიება ხორციელდებოდა, რითაც ანტიკორუფციული სამსახურის ნახევარწლიანი მუშაობის შედეგი წყალში ჩაყარეს. ასევე, მათ გადაიბირეს ის პირი (ობიექტი), ვისი მიზანიც ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებზე შემდგომი უკანონო ზეწოლის მოხდენა და სამართლებრივი დევნის დაწყება იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები