აშშ მსოფლიოს მოუწოდებს, ჩრდილოეთ კორეასთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტოს

გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰელიმ, ყველა სახელმწიფოს ჩრდილოეთ კორეასთან სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინელ კოლეგას, ფხენიანისთვის ნავთობის მომარაგების შეწყვეტა მოსთხოვა.
ნიკი ჰელის თქმით, აშშ ჩრდილოეთ კორეასთან ომს არასდროს ცდილობდა, თუმცა, ომის შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი სრულიად გაქრება.
გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, ჩრდილოეთ კორეის მიერ, ბალისტიკური რაკეტის გაშვების შემდეგ ჩატარდა.
ჰელი მიიჩნევს, რომ გაერომ ჩრდილოეთ კორეას ყველანაირი უფლება და პრივილეგია უნდა ჩამოართვას, ჩრდილოეთ კორეელი მუშახელი კი, ყველა სახელმწიფოდან გააძევოს.
„ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, ბალისტიკური რაკეთის გაშვებით, საკუთარი არჩევანი გააკეთა, გრძელვადიანი აგრესიული ქმედებები, მხოლოდ რეგიონის დესტაბილიზაციას ეხება“ აღნიშნა აშშ-ის წარმომადგენელმა ნიკი ჰელიმ.
რუსეთის ელჩმა გაეროს უშიშროების საგანგებო სხდომაზე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეამ უნდა შეწყვიტოს ბალისტიკური და ბირთვული რაკეტების გაშვების ტესტები და ვაშინგტონს მოუწოდა, სამხრეთ კორეასთან დაგეგმილ სამხედრო წვრთნებზე უარი განაცხადოს.
ჩრდილოეთ კორეამ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გუშინ გაუშვა, რომელიც იაპონიის სანაპიროსთან 250 კილომეტრში ჩამოვარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები