ეკა ბესელია: ნინო ლომჯარიას მხარს დავუჭერ

„ნინო ლომჯარიას მხარს დავუჭერ”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურის წარდგენისას კონსულტაციებშიც მონაწილეობა მიიღო და მაშინაც მხარი დაუჭირა.
მისივე თქმით, ეს პროცესი ძალიან საპასუხისმგებლოა.
„საკითხზე გუნდში კონსულტაციები გვქონდა და უმრავლესობამ ლომჯარიას კანდიდატურა წარადგინა. საერთო გადაწყვეტილებაში მეც ვმონაწილეობდი და ბუნებრივია, ლომჯარიას მხარს დავუჭერ. რაც შეეხება გიორგი ფოფხაძეს, მას ვიცნობ, ის ძალიან ნიჭიერი და გამოცდილი ადამიანია”, – განაცხადა ბესელიამ.
პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატებს ნინო ლომჯარიასა და გიორგი ფოფხაძეს კენჭს დღევანდელ სხდომაზე უყრის, მანამდე კი გიორგი ფოფხაძეს მოუსმენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები