სოფელ ქვედა მესხეთში საფეხმავლო გვირაბი კეთდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქუთაისი-სამტრედიის სარკინიგზო ხაზის ქვეშ, სოფელ ქვედა მესხეთში საფეხმავლო გვირაბი კეთდება.

მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კახა გულედანი იმერეთის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესთან ერთად გაეცნო.

ადგილობრივი მოსახლეობა გვირაბის გაყვანას წლების განმავლობაში ითხოვდა, ვინაიდან სოფლის ცენტრიდან სოფელ მუხიანთან დაკავშირება 8 კილომეტრის გავლით, გზის შემოვლით უწევდათ.

სამუშაოების 60% უკვე შესრულებულია და მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემები წლის ბოლოდან აღარ ექნება.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი საერთო ღირებულება 300 000 ლარამდეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები