იან კელი: იმედია, 2020 წლისთვის მთლიანად აღმოიფხვრება C ჰეპატიტი საქართველოში

„ასეთი დიდი ძალისხმევა შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს მთავრობის დიდი წვლილის გარეშე“, – ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი ქვეყანაში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას.
„ორი წლის წინ საქართველომ წამოიწყო მართლაც გამორჩეული ინიციატივა, რაც გულისხმობდა C ჰეპატიტის აღმოფხვრას. მეც ვმონაწილეობდი გახსნისა და დაგეგმვის პროცესში და ყველა შეთანხმდა მაშინ, რომ ასეთი დიდი ძალისხმევა შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს მთავრობის დიდი წვლილის გარეშე. ჩვენ ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ ამ პროგრამას, მის განხორციელებას და იმედი გვაქვს, რომ 2020 წლისთვის მართლაც მიიღწევა ის შედეგი, რასაც მიზნად ისახავს ეს პროგრამა და მთლიანად აღმოიფხვრება C ჰეპატიტი საქართველოში. რაც შეეხება გამოწვევებს, იმისათვის, რომ დაავადება განიკურნოს, აუცილებელია ჯერ დადგინდეს, არის თუ არა ადამიანი მისი მატარებელი. არსებობს გარკვეული სტიგმა ამასთან დაკავშირებით და ზოგჯერ ხალხი მერყეობს, გაიკეთოს თუ არა აღნიშნული ანალიზი. ჩვენ გვჯერა, რომ ახალი პროგრამით, ახალი წამლებით შესაძლებელია C ჰეპატიტის განკურნება და აღმოფხვრა, – განაცხადა კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები