“დაიწყება შიდსის ცენტრის მშენებლობა, რომელიც ორი წლის თავზე უკვე უნდა შევიდეს ფუნქციონირებაში”

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შიდსის ცენტრის მშენებლობის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკვე მოძიებულია მიწის ნაკვეთი, სადაც ახალი კლინიკის მშენებლობა დაიწყება, რომელიც ორი წლის თავზე ამოქმედდება.
როგორც მან აღნიშნა, ამ წლების განმავლობაში, წელიწადში თითქმის ნახევარ მილიონს უხდიდა სახელმწიფო კერძო მესაკუთრეს.
“ჩვენ ამ წლების განმავლობაში რამდენიმე მცდელობა გვქონდა, რომ გაგვეუმჯობესებინა. ერთ-ერთი იყო ყოფილი საავადმყოფოს შენობა, რომელიც უნდა გაგვერემონტებინა, მაგრამ იქ შეჭრილი სოციალურად დაუცველებისა და უსახლკაროების გამო, ეს ვერ მოვახერხეთ. მთელი ამ წლების განმავლობაში, წელიწადში თითქმის ნახევარ მილიონს ვიხდით იჯარის თანხას კერძო მესაკუთრისთვის. რამდენიმე თვის წინ, შიდსის ცენტრს გამოეყო მილიონ ლარზე მეტი რემონტისთვის და ნახევარ მილიონზე მეტი აღჭურვილობის შესაძენად.
პარალელურად, უკვე მოძიებულია მიწის ნაკვეთი დიღმის სამედიცინო პლასტერში. პრაქტიკულად დასრულებულია პროექტირება. დაიწყება ახალი კლინიკის მშენებლობა, რომელიც ორი წლის თავზე უკვე უნდა შევიდეს ფუნქციონირებაში”, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები