სვანეთში, გზაზე ნაპოვნი, ნაცემი მამაკაცი, საავადმყოფოში გარდაიცვალა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში მამაკაცი სცემეს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცი ადგილობრივებმა გზაზე იპოვეს.
მესტიის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ცხედარი ამ დროისთვის ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები