დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში ეკო და ჰიბრიდული ავტომობილების ამწყობი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანიანის ვიცე-მერმა ჭან სიაოფანიმ შეხვედრაზე, საქართველოში ეკო და ჰიბრიდული ავტომობილების ამწყობი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრა თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას ასევე კომპანია Xiangyang JXY Auto Part Co-ს წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრის მსვლელობისას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლას 2018 წლის პირველი იანვრიდან, რაც დამატებით შესაძლებლობებს შექმნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციის კუთხით. მან მაგალითად მოიყვანა ჩინური კორპორაციების წარმატებული საქმიანობის მაგალითები, როგორიცაა ჰუალინგი და CEFC China Company Limited.

ქალაქი სიანიანი არის ინდუსტრიული ქალაქი, სადაც განსაკუთრებით არის განვითარებული მანქანათმშენებლობა. კომპანია Xiangyang JXY Auto Part Co-ს მიერ წარმოებული ავტომობილები საკმაო პოპულარობით სარგებლობს.

შეხვედრის მსვლელობისას სიანიანის ქალაქის ვიცე-მერმა ბათუმისა და სიანიანის დაძმობილების სურვილი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები