ნუცუბიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი საყოფაცხოვრებო ნივთებს უკიდია.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია.
შემთხვევის ადგილზე 4 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები