დიმიტრი ქუმსიშვილი EBRD-ს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი EBRD-ს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. თბილისში “მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ალან პიუსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ფორუმის მნიშვნელობა შეაფასეს და იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომელსაც EBRD ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებს. როგორც ალან პიუმ შეხვედრაზე აღნიშნა, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საქართველო მეორე ტალღის რეფორმების ლიდერია. მისი განცხადებით, საქართველოს პროგრესი, მისი მთავრობის საქმიანობა და რეფორმები, ასევე ღია ბაზარი და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები სხვადასხვა ქვეყნებთან ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია.

EBRD-ს ვიცე-პრეზიდენტმა დიმიტრი ქუმსიშვილთან საუბრისას ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველოს აქვს განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი. შეხვედრაზე ითქვა, რომ EBRD, წელს, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 3 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ალან პიუს მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, EBRD საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რომელთა საინვესტიციო მოცულობა ასეულობით მილიონი ევროა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, აბრეშუმის გზის ფორუმი, რომლის ერთ-ერთი სპონსორი სწორედ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია, არის საუკეთესო პლატფორმა იმისთვის, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან კიდევ უფრო მეტი, მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები