გიორგი კვირიკაშვილი EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) თანამშრომლობა, ქვეყნის სივრცითი მოწყობის გეგმის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს, თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმში” მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა, რომელიც ახალი ეკონომიკური ინიციატივების განსახილველად ხელსაყრელ პლატფორმას წარმოადგენს. ვაზილ ჰუდაკის შეფასებით, სიმბოლურია, რომ ფორუმი იმართება საქართველოში – აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ ქვეყანაში, რომელიც მოდერნიზაციას და ტრანსფორმაციას განიცდის.

საუბარი შეეხო ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობას საგზაო ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით.

აღინიშნა, რომ EIB აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს როგორც საჯარო, ისე – კერძო სექტორთან. პრემიერ-მინისტრმა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ბანკთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები