ფლორიდაში 24 წლის სერიული მკვლელი დააკავეს

ფლორიდის პოლიციამ, ოთხი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 24 წლის სერიული მკვლელი ემანუელ დონალდსონი დააკავა.
სამართალდამცველებმა სერიული მკვლელი სამშაბათს დაკითხეს, მან კი ოთხივე მკვლელობის ბრალდება მკაცრად უარყო.
მკვლელობების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა, ღამით გარეთ გამოსვლაზე თავს იკავებდა.
24 წლის მკვლელმა, თავისი პირველი მსხვერპლი, 22 წლის მუსიკოსი ავტობუსის გაჩერებაზე მოკლა, მეორე მსხვერპლი არის 32 წლის მონიკა ჰოფი, რომელიც ქუჩაში მეგობართან შესახვედრად მიდიოდა, რაც შეეხება მესამე მსხვერპლს, აუტიზმით დაავადებული 20 წლის ენტონი ნეიბოა, რომელიც სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, მეოთხე მსხვერპლი 14 ნოემბერს მოკლული, 60 წლის როლანდ ფელტონია. პოლიცია მიჩნევს, რომ დონალდსონი მსხვერპლს შემთხვევით ირჩევდა და აღნიშნეს, რომ მკვლელობის მოტივი გაურკვეველია.
ადგილობრივ სამართალდამცველებს, გამოძიებაში, ფედერალური ბიუროს გამომძიებლები დაეხმარნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები