ფლავია პალანზა საქართველოში არსებულ ბიზნესკლიმატს დადებითად აფასებს

თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე”  მეორე სესია გაიმართა სახელწოდებით  „რეგიონული  საზღვარი გლობალური ინვესტიციებისთვის.“  სესიაზე  ევროპის საინვესტიციო ბანკის ევროკავშირის მეზობელი ქვეყნების საკრედიტო ოპერაციების დირექტორმა ფლავია პალანზამ საქართველოში შექმნილი დადებითი ბიზნესკლიმატის და პროექტების შესახებ ისაუბრა: „საქართველოში კარგი ბიზნესკლიმატია, რაც კარგ გარემოს ქმნის ინვესტიციებისთვის, საქართველო რეგიონში ეკონომიკური და ფინანსური ჰაბი უნდა გახდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის გეგმას რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი მაგისტრალის განვითარებას გულისხმობს. ამ გზით საქართველო უერთდება ტრანსევროპულ ქსელს და ამ გზატკეცილის მშენებლობისთვის  ჩვენ 17,5 მლნ ევრო გამოვყავით”.

ფლავია პალანზას განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი კერძო სექტორის განვითარებას მხარს უჭერს.

„ჩვენი მიზანია ადგილობრივი ბანკების განვითარება, რათა მათ მხარი დაუჭირონ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს.   ჩვენ კერძო სექტორისთვის არამხოლოდ სესხებს გავცემთ,  არამედ ვაძლევთ ინსტრუმენტებს, მექანიზმებს, რომ ეფექტურობა გაიზარდოს.

ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის გარანტიები, კონსულტაციები, სესხები საწარმოებისთვის, რომლებიც ინოვაციურ სექტორში მუშაობენ და ასევე არსებობს ინსტრუმენტები ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც საშუალებას იძლევა, დავეხმაროთ  საწარმოებს, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები  საერთაშორისო ბაზრებზე“,- განაცხადა  ფლავია პალანზამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები