თურქმენეთი და საქართველო სატრანსპორტო-სატრანზიტო მიმართულებით თანამშრომლობას ავითარებენ

თურქმენეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თურქმენ კოლეგას ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს შეხვდა.

მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის გააქტიურებული თანამშრომლობა და მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ინტენსიურობა, რაც ახალ იმპულსს სძენს ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას სხვადასხვა სფეროში.

რაშიდ მერედოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ვიცე-პრემიერს აშხაბადში მიმდინარე საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციაში მონაწილეობისათვის, თავის მხრივ მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიური  ჩართულობის მნიშვნელობას ენერგეტიკული ქარტიის საქმიანობაში და აღნიშნა ორგანიზაციაში თურქმენეთის წარმატებული თავმჯდომარეობა.

შეხვედრაზე განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს და თურქმენეთის თანამშრომლობის დიდ პოტენციალს სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროებში. ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ აღინიშნა 2017 წლის 15  ნოემბერს აშხაბადში საქართველოსა და თურქმენეთის მონაწილეობით ახალი საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ლაპის-ლაზულის ხუთმხრივი შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას.

როგორც მხარეებმა აღნიშნეს, საქართველოსა და თურქმენეთში ხორციელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტები, აღნიშნული მარშრუტის განსავითარებლად და იმედი გამოთქვეს, რომ შესაბამისი პოლიტიკური მხარდაჭერითა და კერძო სექტორის ჩართულობით, ლაპის ლაზულის სატრანსპორტო დერეფანი ხელს შეუწყობს პროექტში ჩართული ქვეყნებისა და რეგიონის განვითარებას და მათ დაკავშირებას ევროპასთან.

მხარეებმა აღნიშნეს ორივე ქვეყნის მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში, რაც მნიშვნელოვანი პირობაა არამხოლოდ საქართველოსა და თურქმენეთის, არამედ, მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის.

მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები