მობილური აპლიკაციის გამო, სკოლის 7 მოსწავლე საავადმყოფოში მოხვდა

რუსეთის ქალაქ ლიპეცკის 49-ე სკოლის 7 მოსწავლე საავადმყოფოში დღეს მოათავსეს. თითოეულ მათგანს ერთნაირი ჩივილები _ თავის ტკივილი და გულისრევის შეგრძნება აღენიშნებოდა. ასეთი შეგრძნებები მოსწავლეებს იმის შემდეგ დაეწყოთ, რაც სკოლის დასვენებაზე მობილური ტელეფონის კონკრეტული აპლიკაციის ხმა მოისმინეს. მსგავსი შემთხვევა 24 ნოემბერს ლიპეცკის სხვა სკოლაშიც მოხდა. მეხუთე კლასის 28 მოსწავლე ცუდად გახდა. მათაც მსგავსი სიმპტომები აღმოაჩნდათ.
სპეციალისტები ამ დროისთვის ბავშვებზე იმ კონკრეტული მობილური აპლიკაციის ულტრა-ხმის გავლენასაც იკვლევენ, რომელიც რამდენიმე მოსწავლემ გადმოიწერა. ადგილობრივი პროკურატურის განცხადებით, მობილურ აპლიკაციას „გამაღიზიანებელი ხმა“ ჰქვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები