ამერიკული მედია უკრაინულ ჯარში ლგბტ თემის წარმომადგენლების შესახებ ყვება

ამერიკული ტელეკომპანია „NBC”-იმ რეპორტაჟი მომზადდა, რომელიც უკრაინის ჯარში ლგბტ-თემის წარმომადგენლების მსახურებას ეხება. სტატიაში ნათქვამია, რომ დონბასში მიმდინარე საბრძოლო ღონისძიებების დასაწყისში, მაშინ, როცა უკრაინის არმიას ადამიანური რესურსის ნაკლებობა ჰქონდა, ეს დანაკლისი ლგბტ-თემის წარმომადგენლებმა შეავსეს.
ჟურნალისტები წერენ, რომ 2014 წელს უკრაინული ჯარი სუსტი იყო და ახალწვეულების მიღების პრობლემა მძაფრად იდგა. ლგბტ პირებმა ისარგებლეს შექმნილი ვითარებით, მათ სურდათ არა მარტო სამხედროების და საკუთარი სამშობლოს დამხარება, არამედ მათ მიმართ დამოკიდებულების შეცვლა. ვრცელ სტატიაში გამოყენებულია რამდენიმე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ინტერვიუ, სადაც ისინი ყვებიან თავისი თავის და საზოგადოებრივი დამოკიდებულების შესახებ.
თუმცა, 32 წლის მედიკოსი ევგენია, რომელიც უკრაინულ ჯარს 2016 წელს შეუერთდა, ამბობს, რომ ურჩევნია სამსახურში თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ არ ისაუბროს. შესაძლოა მის დანაყოფში ამის შესახებ ვინმე ხვდება კიდეც, მაგრამ იქ მოქმედებს პრინციპი „ნუ კითხულობ, ნუ ლაპარაკობ“.
ანასტასია პოლიანსკაია 41 წლის ქალი-ტრანსგენდერია, რომელიც ჯარში ნებაყოფლობით 2015 წელს წავიდა. მისი თქმით, სამხედრო მოსამსახურეების ორიენტაციას და სქესს მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს და ის იმედოვნებს რომ ერთხელაც სიტუაცია საბოლოოდ შეიცვლება.
34 წლის ანდრეი ჩუმაკოვი აღნიშნავს, რომ ლგბტ- თემის წარმომადგენელ ადამიანებს ადრე ეშინოდათ ჯარში ყოფნა, რადგან იქ მათი ცემა და ექსპლუატაცია ხდებოდა. ახლა კი ყველაფერი შეცვლილია. ადამიანები ნებაყოფლობით მიდიან ჯარში, რადგანაც სამშობლო უყვართ და არ უნდათ ის სხვა სახელმწიფომ დაიპყროს. ჩუმაკოვი ღიად აფიქსირებს საკუთარ ორიენტაციას, ის ტექნიკურად არ არის სამხედრო, მაგრამ მუშაობს ლოგისტიკის სფეროში და ისიც ნებაყოფლობით ჩაერთო სამხედრო მოქმედებებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები