მამუკა ბახტაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს, ვაზილ ჰუდაკს შეხვდა, რომელიც საქართველოს თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში ესტუმრა.

შეხვედრაზე საუბარი EIB -ის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, ასევე სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

მამუკა ბახტაძემ ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროპის საინვესტიციო ბანკთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

მან სტუმარს მთავრობის  4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობა გააცნო, მათ შორის, ყურადღება სივრცითი მოწყობის კომპონენტზე გამახვილდა და აღნიშნული მიმართულებით ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობას ხაზი გაესვა.

როგორც აღინიშნა, ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად თანამშრომლობს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებთან, მნიშვნელოვანია ბანკის ჩართულობა სატრანსპორტო კომუნიკაციის, ენერგეტიკის სფეროში, საგზაო და წლის ინფრასტრუქტურაში.

აღსანიშნავია ის მხარდაჭერაც, რომელსაც ბანკი უწევს საბანკო სექტორს, მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში.

განსაკუთრებით აღინიშნა EIB-ის ძალისხმევა საქართველოში ინოვაციების მხარდაჭერის მიმართულებით და პროგრამა – InnovFin, რომელიც ინოვაციურ კომპანიებს ხელსაყრელი პირობებით დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

საჯარო სექტორში ბანკის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა შეღავათიანი ფინანსური რესურსის სახით შეადგენს, დაახლოებით 1,33 მილიარდი ევროს.  კერძო სექტორში EIB-ის გამოყოფილი აქვს დაახლოებით 211,5 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები