დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოში ბიზნესის დაწყება მარტივია

თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმზე” გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატებაზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული აქცენტი სარეიტინგო კომპანია „მუდისის“ ბოლო შეფასებაზე გააკეთა, რომლითაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესდა, ხოლო ქვეყნის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად შეფასდა. მთავარ ფაქტორთა შორის, სააგენტომ დადებითად შეაფასა ბიზნესის დაწყების სიმარტივე და ბიზნესგარემო.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება მსოფლიო ბანკის ავტორიტეტულ რეიტინგზე „ბიზნესის კეთების სიმარტივე“, რომლის ბოლო შეფასებაშიც, საქართველოს პოზიცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და 190 ქვეყანას შორის მე-16-ე ადგილიდან მე-9-ზე გადაინაცვლა.

„საქართველოში ბიზნესის დაწყება მარტივია“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა და ჩამოთვალა ის უპირატესობები, რომლებიც საქართველოს ბიზნესგარემოს მიმართულებით აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები