“წერტილი დაესვა “ნაციონალური მოძრაობის” სპეკულირებას, რომ თითქოს ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური ნიშნით იყო პასუხისგებაში მიცემული”

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილია, რადგან დიდი პალატის გადაწყვეტილებაში არაფერია იმაზე თქმული, რომ მერაბიშვილის დაკავება პოლიტიკური დევნა იყო.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” და მასთან დაკავშირებული აფილირებული პარტიების და პოლიტიკოსების სპეკულირებას სამუდამოდ წერტილი დაესვა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მერაბიშვილი პოლიტიკური ნიშნით იყო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული.
“ჩვენ ვართ ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი, რადგან ვთვლით, რომ ეს ობიექტური გადაწყვეტილებაა. გავასაჩივრეთ პალატის გადაწყვეტილება დიდ პალატაში მეთვრამეტე მუხლის გამო და მივიღეთ უკეთესი შედეგი აქედან გამომდინარეობს ჩემი კმაყოფილებაც. პალატის გადაწყვეტილებაში არაფერი იყო თქმული მერაბიშვილის დაკავება იყო თუ არა კანონიერი, იყო თუ არა სისხლის სამართლის დევნა პოლიტიკური შეფერილობის. დიდმა პალატამ ჩვენი გასაჩივრების საფუძველზე ეს საკითხი ცალკე თავად გამოყო.
გვაქვს კმაყოფილების საფუძველი, რადგან ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა “ნაციონალური მოძრაობის” და მასთან დაკავშირებული აფილირებული პარტიების და პოლიტიკოსების სპეკულირებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მერაბიშვილი პოლიტიკური ნიშნით იყო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და არა იმიტომ, რომ მან ჩაიდინა რაღაცა ტიპის დანაშაული. ჩვენ ხელთ გვაქვს რიგი პალატის გადაწყვეტილება, რომელზეც შავით თეთრზე წერია, რომ ამ სისხლის სამართლის დევნაში არაფერი პოლიტიკური არ იყო და ის ფაქტორები, რომლებსაც მერაბიშვილი და მისი ადვოკატები სასამართლოში ასახელებდნენ ექსტრადიციებზე, _ ზოგჯერ უარი უცხო ქვეყნიდან, სააკაშვილის დევნა და სხვა ეს ფაქტორები, _ განიხილეს სათითაოდ და თქვეს, რომ ეს არ მეტყველებდა იმაზე, რომ მერაბიშვილი იყო პოლიტიკური ნიშნით დევნილი და არა სისხლის სამართლებრივად”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები