საუდის არაბეთის პრინცი მილიონი დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

კორუფციის ბრალდებით, წინასწარ პატიმრობაში მყოფი საუდის არაბეთის პრინცი, მიტებ ბინ აბდულა ერთი მილიარდი დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
პრინცი მიტებ ბინ აბდულა, დაკავებულებს შორის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია, რომელიც საუდის არაბეთის გვარდიის ყოფილი ხელმძღვანელი იყო.
კორუფციის ბრალდებით 200-მდე დაკავებულს შორის, გირაოს სახით კიდევ სამი ბრალდებული გათავისუფლდება, თუმცა ამ დროისთვის მათი ვინაობა უცნობია.
კორუფციის ბრალდებით დაკავებული მინისტრები და პრინცები, პატიმრობის ვადას ძვირადღირებულ სასტუმროში იხდიან.
საუდის არაბეთის მოქალაქეები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, დადებითად ხვდებიან და აღნიშნავენ, რომ კორუფციის აღმოფხვრის შემთხვევაში, ფინანსები მოსახლეობაზე გადანაწილდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები