ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან ხელი სამ ხელშეკრულებას მოეწერა

დღეს ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან ხელი სამ ხელშეკრულებას მოეწერა, რითაც საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის 280 მილიონი ლარი (90 მილიონი ევრო) გახდება ხელმისაწვდომი.
პირველი ხელშეკრულება “კრედო ბანკთან” გაფორმდება, რომელიც ითვალისწინებს დაახლოებით 12 მილიონი ლარის (5 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების საკრედიტო ხაზის გამოყოფას მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის (სადაც 10–ზე ნაკლები ადამიანია დასაქმებული), განსაკუთრებით რეგიონებში და ასევე, _ ქალი მეწარმეების დასახმარებლად.
დანარჩენი ორი ხელშეკრულება TBC ბანკთან ფორმდება, რომელიც ითვალისწინებს დაახლოებით 240 მილიონი ლარის (80 მილიონი ევრო) გამოყოფას ინოვაციური ქართული კომპანიებისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში; ასევე, დამატებით დაახლოებით 42 მილიონი ლარის გამოყოფას (14 მილიონი ევროს) მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მცირე სესხების გასაცემად, სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად და საქართველოში ბიზნესის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად.
ყველა ამ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდა ევროკავშირის პროგრამების “ინოვფინი“ (Innovfin) და ,,ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business) დახმარებით.
ორივე ხელმოწერა თბილისის 2017 წლის Belt and Road Forum–ის მიმდინარეობისას, სასტუმრო “ბილტმორში” გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები