მეუფე იაკობი: ამერიკა ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენთვის არ უღალატია

„რელიგიის როლი დემოკრატიაში და ანტიდასავლური პროპაგანდა“, – ამ საკითხებზე ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციამაც მიიღო მონაწილეობა.
ვიზიტის ფარგლებში, სასულიერო პირები ასევე შეხვდნენ სამოქალაქო სექტორის, აკადემიური წრეების, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს.
ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა.
„ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით, ძალიან ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედეთ. ამერიკა ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენთვის არ უღალატია. თავისუფლებისკენ მისწრაფების გამო კი, რუსეთი რამდენი წელია, ღიად გვეომება, ამიტომ ამერიკის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნახეს, რომ ჩვენ, ეკლესია ისე ვართ, მოწინააღმდეგეებთან რაღაც დათმობებზე წასვლას არ ვაპირებთ“, – განაცხადა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები