თბილისის რამდენიმე ქუჩას ახალი სახელი დაერქმევა

თბილისსა და მასთან შემოერთებულ ტერიტორიებზე მდებარე რამდენიმე უსახელო ქუჩას, ახალი სახელწოდებები მიენიჭება.
აღნიშნული საკითხი დეპუტატებმა დედაქალაქის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი უძღვებოდა.
კერძოდ, ახალი სახელები გლდანის, მთაწმინდის, ვაკის, სამგორის, დიდუბისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე რამდენიმე ქუჩას, ჩიხს, შესახვევსა და გასასვლელს დაერქმევა. გარდა ამისა, კომისიის წევრებმა სამგორისა და გლდანის რაიონებში რამდენიმე ქუჩის გაგრძელებას დაუჭირეს მხარი.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, უსახელო ქუჩებისთვის სახელწოდებების მინიჭების საკითხი, საჯარო განხილვისთვის, საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. განხილვის შედეგად მიღებულ წინადადებებზე კი, კომისიის წევრები უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.
საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები საკრებულოს სხდომაზე მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები