უკრაინაში ყალბი დოკუმენტაციის დამზადებისთვის, დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს

კიევის სამართალდამცველებმა დამნაშავეთა ჯგუფი დააკავა, რომლებიც ყალბ დოკუმენტებსა და პასპორტებს ამზადებდნენ.
დამნაშავეთა ჯგუფი, უკრაინელი, რუსი და აზიური ქვეყნების მოქალაქეებისგან შედგებოდა. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა ლარისა სარაჰინმა, საკუთარ “Facebook” გვერდზე განაცხადა.
დანაშაულებრივი ჯგუფის დამნაშავეები, ყალბ პასპორტებსა და დოკუმენტებს, უკრაინელ და უცხოელ მოქალაქეებისთვის, 6000 დოლარის სანაცვლოდ ამზადებდნენ.
წინასწარი გამოძიებით, დამნაშავეებს კავშირი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ჰქონდათ.
სამართალდამცველებმა ჩხრეკის დროს თხუთმეტი ყალბი პასპორტი და 108,000 უკრაინული გრივნა ამოიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები