ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულში სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის 15 კილომტერიანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გაგი ბუაძე გაეცნო.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
სოფელ როდინაულის მაცხოვრებლები, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ქალაქ ზესტაფონში შემოვლითი, მაგისტრალური, გზით ჩადიან. შიდა სასოფლო გზა, რომელიც სოფელს პირდაპირ აკავშირებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან, უვარგისობის გამო, ფაქტობრივად გაუქმებულია.
გზის რეაბილიტაციის შედეგად, სოფელ როდინაულის მოსახლეობას გაუადვილდება გადაადგილება სოფლის ტერიტორიაზე და ზესტაფონის ადმინისტრაციულ ცენტრთან დასაკავშირებლად გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმდინარე წელს იმერეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის 130 ზე მეტი პროექტი დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები