დონბასში უკრაინელი მებრძოლი მოკლეს

“უკანასკნელი დღეების განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, უკანონო შეიარაღებულმა ჯგუფებმა ცეცხლი 27-ჯერ გაუხსნეს. უკრაინელმა მებრძოლებმა საპასუხო ცეცხლი 11-ჯერ გახსნეს. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 2 ჯარისკაცი კი, დაშავდა“ _ ამის შესახებ ინფორმაცია ანტი-ტერორისტული ოპერაციის პრესცენტრმა განაცხადა.
უკანონო შეიარაღებულმა ჯგუფებმა, უკრაინელ მებრძოლებზე თვდასხმისას, სხვადასხვა ტიპის საბრძოლო იარაღი გამოიყენეს (ნაღმტყორცნი, ყუმბარმტყორცნი და საბრძოლო მანქანები). თავდამსხმელების მთავარი მიზანი, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლების ვიზიტის ჩაშლა იყო, რომლებსაც 2 სოფელში დაგეგმილი ჰქონდათ ჰუმანიტარული სიტუაციის მონიტორინგი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები