ნიუ-იორკის ტერაქტში ბრალდებულმა პირმა, დანაშაული არ აღიარა

საიფულო საიპოვი, რომელმაც ნიუ-იორკში ტერაქტი მოაწყო და 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თავს დამნაშავედ არ სცნობს და ტერორიზმის ბრალდებას არ აღიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
საიპოვმა გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ სცნობს. სასამართლო მას მკვლელობისა და ტერორიზმის მუხლების, 22 სხვადასხვა პუნქტს ედავება. ბრალდებულს, ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ მატერიალური დახმარება ედება ბრალად.
მომავალი სასამართლო მოსმენა 23 იანვარს გაიმართება.
გამომძიებლების ინფორმაციით, საიპოვი „ISIS”-ის პროპაგანდისტული ვიდეობით შთაგონებული იყო და ტერაქტის დაგეგმვა 1 წლის წინ დაიწყო.
უზბეკეთის მოქალაქე საიპოვი აშშ-ში 2010 წელს ჩავიდა.
საიფულო საიპოვი 31 ოქტომბერს, სატვირთო მანქანით ფეხითმოსიარულეებს დაეჯახა და 8 ადამიანი მოკლა, 12 -მა მოქალაქემ კი, სხვადასხვა დაზიანება მიიღო. აშშ-მა თავდასხმა ტერორისტულ აქტად აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები