თეა წულუკიანი: შავი თეთრზე დაიწერა – მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი არასოდეს ყოფილა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ევროპული სასამართლოს თორმეტივე მოსამართლემ შავი თეთრზე დაწერა, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი არასოდეს ყოფილა.
ამის შესახებ მინისტრმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
წულუკიანმა აღნიშნა, რომ კონკრეტულად ეს საკითხი ფართოდ უნდა გაშუქდეს, რადგან ქვეყნის იმიჯისთვის პოზიტიური შტრიხის მატარებელია.
„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატმრობა კანონიერი იყო. დღეს ის წინასწარ პატიმრობაში არ არის, მაგრამ რომც ყოფილიყო სტრასბურგის სასამართლომ ჩვიდმეტივე მოსამართლემ თქვა, რომ „წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო“. შესაბამისად, ასეთი პატიმარი ციხიდან ვერ გამოდის. ასევე შემოქვთავაზა სიახლე, რაც პირველ ინსტანციას არ გაუკეთებია და მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ გავასაჩივრეთ. მივიღეთ შედეგი ის, რომ შავი თეთრზე დაიწერა: ვანო მერაბიშვილი არასოდეს ყოფილა პოლიტიკური პატიმარი. ეს სიმართლის დადასტურებაა ევროპის დონეზე. მე ვისურებდი, რომ ეს საკითხი უფრო ფართოდ გაშუქდეს, რადგან ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის პოზიტიური შტრიხია“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები