გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის ელჩი მიიღო
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საფრანგეთის ელჩთან პასკალ მენიესთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველო – საფრანგეთის ორმხრივი თანამშრომლობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.