ლიტვა, უკრაინას 2 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო შეიარაღებას გადასცემს

ლიტვის მთავრობამ შეიმუშავა პროექტი, რომლის მიხედვითაც უკრაინას 1,93 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო შეიარაღებას გადასცემს.
ლიტვის ელექტრონულ პარლამენტში გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო 7000-ზე მეტ კალაშნიკოვის მარკის ცეცხლსასროლ იარაღს, ასევე 2 მილიონზე მეტ ვაზნას, რამდენიმე ნაღმტყორცნს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და სხვადასხვა სახის სამხედრო აღჭურვილობას მიიღებს.
ლიტვის მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო შეიარაღება, ერთ დროს 3 მილიონი ევრო დაუჯდათ.
2014 წელს ლიტვა, უკრაინას სამხედრო შეიარაღებით პირველად დაეხმარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები