“ფეისბუქი” თვითმკვლელობის წინააღმდეგ პროგრამას აამუშავებს

Facebook-მა იმ პროგრამის ჩაშვება დააანონსა, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლებს შორის თვითმკვლელობების შეჩერებას შეუწყობს ხელს.
თავდაპირველად პროგრამა სუიციდალურ განზრახვებს გამოავლენს. მაგალითად მომხმარებლის გვერდზე არსებული კითხვები „ყველაფერი კარგად გაქვს?“ ან „რამით ხომ ვერ დაგეხმარები?“ გახდება ის ინდიკატორი, რომელიც პროგრამის ყურადღებას მიიპყრობს. ამის შემდეგ კი ინფორმაცია კონკრეტული მომხმარებლის შესახებ გადაეცემა სპეციალისტების ჯგუფს. ისინი საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან ადამიანს, მათ შორის, მას დახმარების ცხელი ხაზის ნომერს ან მომხმარებლის მეგობართან დაკავშირებას შესთავაზებენ.
ზოგიერთ შემთხვევაში, კომპანია სუიციდალური განზრახვის შესახებ ინფორმაციას სამართალდამცველებს გადასცემს. პირველ ეტაპზე ახალი პროგრამა აშშ-ს ტერიტორიაზე დაიტესტება, უახლოეს მომავალში კი, ის ამერიკის შეერთებული შტატების გარეთაც ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები