ევა გოცირიძე: თუკი ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა ზეწოლის მცდელობას უკავშირდებოდა, ეს დარღვევაა
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ევა გოცირიძის განცხადებით, თუკი ვანო მერაბიშვილი საკნიდან სხვა მიზნით მართლა იყო გაყვანილი და მისი გაყვანა გარკვეულ ზეწოლის განხორციელების მცდელობას უკავშირდებოდა, ეს დარღვევაა.
გოცირიძის თქმით, ის, რომ მე-18 მუხლი დარღვეულად ცნო სტრასბურგის სასამართლომ, არ ნიშნავს, რომ იგი მერაბიშვილს უკანონო პატიმრად მიიჩნევს.
„მას შემდეგ, რაც სტრასბურგის გადაწყვეტილებას წავიკითხავ, მივხვდები რა არგუმენტების საფუძველზე იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა გოცირიძემ.
9 ხმით 8 ხმის წინააღმდეგ, სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტიდან გამომდინარე (ივანე მერაბიშვილის ღამით საკნიდან გაყვანის ეპიზოდი).