საუდის არაბეთში იემენის 6 მოქალაქე მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

საუდის არაბეთში მკვლელობისა და ძარცვის ბრალდებით, იემენის 6 მოქალაქე დააკავეს, მასთან ერთად კი, არაბეთში მცხოვრები 1 ნარკომოვაჭრეც დააპატიმრეს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
დამნაშავეთა დაჯგუფებამ ორი მამაკაცი და ერთი ქალი მოკლა. სამივე მკვლელობა სხვადასხვა დროს განახორციელეს. თითოეული თავდასხმის დროს, დანაშაულებრივმა ჯგუფმა, ძვირფასი ნივთები და თანხა მოიპარა. რაც შეეხება არაბეთში მცხოვრებ ნარკომოვაჭრეს, ის ქალაქ თაბუკის ჩრდილოეთით, ნარკოტიკული საშუალების გადატანის დროს დააკავეს.
საუდის არაბეთში, მკვლელობისთვის, გაუპატიურებისთვის, შეიარაღებული ძარცვისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული პირების სიკვდილით დასჯა, კანონით ნებადართულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები